09:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 14:31:04, 5440 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი

პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ "დღის კურიერის" ერთერში აღნიშნა, შიდა გავრცელება იმატებს და საშიშროებაც უფრო მეტია, ვიდრე ამას ვითავისებთ.

„ჩვენ ბოლო 3 დღეში 2 დიდი ნახტომი გავაკეთეთ ეპიდემიის განვითარების მრუდზე, ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიდა გავრცელება უფრო მეტია, ვიდრე იდენტიფიცირებულია, ამიტომ საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ. ბატონი პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება. თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, ქცევის რეჟიმის მოშვება  შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას შემთხვევაზე.ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება, ეს არ გამოჩნდება მე-2, მე-3 დღეს, ეს თავის შედეგს 5 დღის შემდეგ მოგვცემს.

ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნები პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას,  ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics