2020-04-02 10:41:13, 2671 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი პაციენტის კლასტერი სომხეთს, ორის კი საფრანგეთს უკავშირდება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტია მოთავსებული.
მისი თქმით, ერთ-ერთი პაციენტის კლასტერი სომხეთს, ორის საფრანგეთს უკავშირდება. ერთის ინფიცირების წყარო კი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
„ერთი არის სომხეთიდან შემოსული, 2 საფრანგეთიდან, მეოთხეს წყარო ჯერ-ჯერობით მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება რომ შემოტანილი შემთხვევაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მანვე დასძინა, რომ ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე.
„შემოსული ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, გაფართოვებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ, რომლის შედეგებითაც შეფასდება მათი ზოგადი მდგომარეობა“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან