2015-01-21 16:46:11, 704 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო
დამისამართების პროექტის ფარგლებში, საქართველოს 6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 18 ქალაქში დაასრულა.
პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 6 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ბოლნისსა და ლანჩხუთში დაიწყო.
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ხვალ 12:00 საათზე, იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან