2016-04-25 18:28:47, 953 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში ჭადრაკში რეგიონალური ტურნირი ჩატარდა
ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტული მომზადების ცენტრმა ჭადრაკში რეგიონალური ტურნირი ჩაატარა.
ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო. გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები გადაეცათ.
ჭადრაკის ტურნირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით გალის რაიონის სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან