13:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 12:18:53, 744 ნახვა

საზოგადოება
Fire wok, ბამბუ - სეს-მა საწარმოო პროცესი თბილისში კვების 9 ობიექტს შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა, საიდანაც 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბისნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. 

"კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:

1.  შპს ,,კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);

2.   ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);

3.   შპს "მიაო ჯია" (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);

4.   შპს ,"იომი 1977" (ს/კ 404747716,  მის. გამრეკელის 3);

5.   ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);

6.   შპს "რ ნ ა ენთერფრაისი", (მის: შ. ნუცუბიძის 2);

7.    შპს "ალ მადინა კეივ" (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);

8.    შპს "იოკო აზია"(კაფე-ბარი რესტორანი;  ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);

9.    შპს "ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ", ჩინური რესტორანი "ბამბუ" (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).

კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას." - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics