2015-02-16 12:51:48, 1123 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შექმნილი „შავი სია“ გააფართოვა.
„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, „შავი სიაში“ შედის 19 პიზიკური და 9 იურიდიული პირი.
აღნიშნულ სიაში აღმოჩნდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამი წარმომადგენელი. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე არკადი ბახინი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ანდრეი კარტაპოლოვი.
გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდა მომღერალ და დეპუტატ იოსიფ კაბზონს, დეპუტატ ვალერია რაშკინას, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებული რეგიონის და სახალხო მოძრაობა „ნოვორასიას“ წარმომადგენლებს.
„შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და იქ არსებული საბანკო აქტივები გაეყინათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან