11:54 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 14:11:43, 1032 ნახვა

რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა რუხის საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური კონცეფციის ბრენდი - რიგით 31-ე რუხის საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 22 თებერვლიდან რუხის მოსახლეობას შეძლებს, სოფლიდან გაუსვლელად, ისარგებლოს 200-ზე მეტი სერვისით.

„კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად მიიღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, არქივიდან ბიოგრაფიულ ცნობებს, სანოტარო სერვისს, უფასო იურიდიულ დახმარებას, დაარეგისტრირებს  ქონებას. .სოფლის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს კერძო სექტორის („ლიბერთი ბანკი“, „მაგთიკომი“ „მექანიზატორი“) მომსახურებით. ცენტრში ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, Skype სივრცე, შეხვედრების ოთახი, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 რუხის საზოგადოებრივი ცენტრი პრემიერ–მინისტრს იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერებინა. თეა წულუკიანის განმარტებით, საზოგადოებრივი ცენტრი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი  ყველაზე წარმატებული მაგალითია, რომელიც ზოგავს ადგილობრივი მოსახლეობის დროსა და ფინანსებს. სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. დღეს უკვე 31 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით.

 სოფელ რუხის საზოგადოებრივი ცენტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ააშენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics