09:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 18:43:38, 873 ნახვა

სამხედრო
ესტონელი სტუმრები თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გთვალისწინებული კიბერუსაფრთხოების პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში სტუმრად ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ტიკი და კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის მრჩეველი ანგელიკა უუსი იმყოფებიან.

დღეს ესტონელი სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ესტონურმა მხარემ აღნიშნული პროექტის ლიდერად ანგელიკა უუსი წარმოადგინა. ქართულმა მხარემ ესტონელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი პრიტ ტურკი და თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics