17:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 17:41:27, 1092 ნახვა

სპეციალური ანონსი
5 აგვისტოს, მთა ჩირუხში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება

5 აგვისტოს, მთა ჩირუხში სახალხო დღესასწაული “შუამთობა“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ადგილზე მოსულ სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორი, კულტურულ-სპორტული სანახაობა, ეთნოგრაფია, სამზარეულო, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები და  საბავშვო-გასართობი აქტივობები დახვდებათ. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მუსიკალური ჯგუფი “ურსა“, მომღერალი თამუნა მიქელაძე, ადგილობრივი ანსამბლები: “ზე-კართან“, “მარეთი“ და გოგონათა ბენდი “117“.

“არ გამოტოვო მრავალი სიურპრიზით, სიახლითა და პოზიტივით დატვირთული დღეები.

2-10 აგვისტო - კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები  მუნიციპალიტეტის ყველა მთაში გაიმართება.

ძირითადი გზავნილი - ტრადიციების შენარჩუნება იქნება!

შემოგვიერთდით და გახდით დღესასწაულის ნაწილი“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics