|
2024-03-15 15:19:05, 946 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და ასევე დაბებში განხორციელდება. მასშტაბური პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 100 მლნ ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები, დაახლოებით, 6 000 ოჯახი ისარგებლებს. ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში, სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, 6 ათასზე მეტი ოჯახი ისარგებლებს თანამედროვე უწყვეტი, უსაფრთხო 24-საათიანი წყალმომარაგებით. „ეს პროექტი ქმნის კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური და სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის ყველა აუცილებელ წინაპირობას. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის გააუმჯობესებს ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ყოფას და გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელიც სოფლად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას",- განაცხადა რიჟვაძემ. სიტყვით გამოსვლისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, მის მთავრობას, გერმანიის განვითარების ბანკს და ევროპელ დონერებს. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად დაიწყება და სოფლების ჩართვა ახალ სისტემაში, ეტაპობრივად მოხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. 2024 წელს, აჭარაში, პირველ ეტაპზე, 24-საათიანი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემებით შემდეგი დასახლებები ისარგებლებენ: ქობულეთის მუნიციპალიტეტი: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი; ქედის მუნიციპალიტეტი: მილისი, უჩხითი და ქოსოფელი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: კირნათი და კობალეთი" პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის შერჩეულ ტერიტორიებზე: ოჩხამური, ცეცხლაური, ჯიხანჯური, ქვედა კვირიკე, მუხაესტატეს მეურნეობის დასახლება და ჩაქვისთავი, ექვსი წყლის რეზერვუარი, ოთხი სათავე ნაგებობა, ხუთი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და წყალარინების სეპტიკური ავზები აშენდება. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, პროექტში ფინანსური კონტრიბუცია ასევე KfW ბანკმა და ევროკავშირმა განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიას აჭარის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW, „აჭარის წყლის ალიანსის" წევრები და მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)