14:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 17:18:00, 1750 ნახვა

სამხედრო
ბურჭულაძე - დღეს ჩვენს ჯარისკაცებს გააჩნიათ მოდერნიზებული, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა

ჩვენ ვაგრძელებთ ჯარისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარებას. ეს  ის აუცილებელი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სამხედროების ღირსეული კვების, სამუშაო გარემოს და დასვენების პირობებს, სამხედრო ტექნიკისა და ქონების მოვლის სათანადო საშუალებებს,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტარებთან შეხვედრისას.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

„ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ და ყველა მცირე ზომის ლოკაციაზე, ბაზაზე და ბრიგადაში ნატოს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში.

მისი განმარტებით, დღეს სამხედრო მოსამსახურეებს გააჩნიათ მოდერნიზებულ, ნატოს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა.

„2024 წელს ამ მიზნით  თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და გეგმაში გვაქვს ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ობიექტებს სჭირდება, მოვლა-შენახვა და სადაც ექსპლუატაციის ვადები გასულია, იმ ობიექტებზეც შევდივართ, რომ  არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს,“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ვამაყობთ ჩვენი კადეტებით და ჩვენი მიზანია მეტი ახალგაზრდა გვყავდეს პატრიოტული სულისკვეთბით, სწორედ კადეტთა სამხედრო ლიცეუმზე გაზრდილმა მოთხოვნამ წარმოშვა   ლიცეუმის აშენების საჭიროება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი თბილისში აშენდება, რომელიც  აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს“, - განაცხადა თავდაცის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics