2022-01-11 21:59:07, 4434 ნახვა
Lifestyle
Miss Model of the World -2022 გამარჯვებული მარიამ მანაგაძეა - ფოტოები
Miss Model of the World -2022 პირველი საპრიზო ადგილი მოდელმა მარიამ მანაგაძემ დაიკავა. შესაბამისად გამარჯვებულად საქართველო ჩაითვალა. დუბაიში წელს 90 ქვეყნის მოდელი იყო წარმოდგენილი.
კონკურსი ,,Expo 2020,, დუბაიში გაიმართა ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში სამოდელო სააგენტო ,,კატრინია,,
" 90 ქვეყნიდან პირველი ადგილი საქართველოს "მის მსოფლიო მოდელზე" ეს იყო წარმოუდგენელი ჩემთვის, ემოციებით ვარ სავსე, დუბაის პრინცის სასახლეში გადმომცეს ტიტული. ჩვენ ასევე ვიყავით დუბაი ექსპო 2020 ის მონაწილეები ესეც ერთ-ერთი ისტორიული მომენტი ჩემს ცხოვრებაში" - აცხადებს მარიამ მანაგაძე.
მოდელი მარიამ მანაგაძე მილანში სხვადასხვა პოდიუმზე წარმატებით გამოდიოდა. პანდემის დაწყების გამო, იგი სამშობლოში დაბრუნდა და სამოდელო საქმიანობას თბილისში აგრძელებს.
საერთაშორისო სამოდელო კონკურსი Miss Model of the World 32 წელია რაც იმართება.



ავტორი: ექსპრესნიუსი,