06:46 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 21:41:57, 2734 ნახვა

სპორტი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს

5-წლიანი პაუზის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუბრუნდა.

შვედი შემტევი პირველ სანაკრებო მატჩს საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარებს, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იბრაჰიმოვიჩი სასტარტო თერთმეტეულში იქნება.

„ბერგი აღმოჩნდა შვედეთის ნაკრების სამი მოთამაშიდან ერთ-ერთი, რომელიც ხვალ შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.

მრავალი მიზეზი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ხვალ საქართველოს ნაკრებთან შეტევის წყვილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალექსანდრე ისააკი შექმნიან.

გუშინ ისინი ერთად ვარჯიშობდნენ მზადების ტაქტიკურ ნაწილის დროს. ესწრებოდა თუ არა დღევანდელ ვარჯიშზე, არ ვიცით, რადგან ვარჯიში პირველი 15 წუთის შემდეგ დახურული იყო“, – წერს Aftonbladet.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი შვედეთსა და საქართველოს შორის, ხვალ, თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics