2021-01-07 13:25:04, 4750 ნახვა
Lifestyle
დაშორება გარდაუვალია-კიმ კარდაშიანი კანიე უესტს შორდება
კიმ კარდაშიანი და რეპერი კანიე უესტი 6 წლიანი ერთობლივი ცხოვრების დასასრულებას განქორწინებით შეეცდებიან.
უესტს და კარდაშიანს 4 საერთო ბავში ჰყავთ-უფროსი ქალიშვილი ნორტი 7 წლის, ვაჟი სეინი 6 წლის, ჩიკაგო - 3-ის, ხოლო უმცროსი ფსალმა წლინახევრისაა.
"კიმმა ცნობილი ადვოკატი ლაურა უესერი აიყვანა, სწორედ ის ეცდება ამ სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებას",-წერს COSMOPOLITAN წყვილთან დაახლოვებულ წყაროზე დაყრდნობით.
დეკემბერში კიმი პაპარაცებმა რამდენჯერმე ნიშნობის ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს , ხოლო ტრადიციულ საშობაო სურათებზე ტვ-შოუების ვარსკვლავი მხოლოდ ბავშვების და დედის გარემოცვაშია აღბეჭდილი.
Page Six წერს, რომ კანიე საკუთარ სახლში ვაშინგტონში მარტო იმყოფება.
ინსაიდერების მტკიცებით განქორწინების მთავარი პრობლემა კოლაბასასეში მდებარე მდიდრული სასახლე გახდება, რომელიც წყვილმა 2 წლის წინ 60 მილიონ დოლარად შეიძინა.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან