16:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 14:40:38, 1583 ნახვა

ევროპის ამბები
„ოცნების“ დეპუტატი: გარკვეული ძალები ცდილობენ მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილობების დაკანონებას

„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს მოუწოდებენ დეზერტირობისკენ და თავიანთ სექტაში გაწევრიანების გზით, სთავაზობენ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას, რასაც სამწუხაროდ თანხმდებიან ზოგიერთი ახალგაზრდები. ასეთი „სექტის“ არსებობა ქვეყნისთვის საფრთხის შემქმნელია, რადგან მათი საქციელი ანტისახელმწიფოებრივია, ისინი კლავენ ახალგაზრდებში პატრიოტულ სულისკვეთებას და ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები ამ განუკითხაობის შესაჩერებლად. გარკვეული ძალები ცდილობენ ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზებას. ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილობების ნორმად დაკანონებას. მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი ერის ცნობიერების შეცვლას, ქადაგებენ ყალბ თავისუფლებას, ებრძვიან ოჯახის სიწმინდეს. ცდილობენ ქვეყანაში უზნეობის დამკვიდრებას, ტელევიზიები ყოველდღიურად ეწევიან გარყვნილი ცხოვრებისა და ნარკოტიკების პროპაგანდას. ეს არის გეგმა ერის განადგურებისა, როცა ერი ირყვნება, ვეღარ მრავლდება.  არანაირი პატრიოტული გადაცემები. მაგალითისთვის, როგორიც იყო პროექტი „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ჩაანაცვლა უაზრო სერიალებმა. მხოლოდ სიძულვილი, ზიზღი, ცილისწამება, ლანძღვა, გინება და შეურაცხყოფა, შედეგად კი უიმედო და სასოწარკვეთილი საზოგადოება. ფულს, ვნებას და ცოდვას დამონებული ადამიანები გვასწავლიან, რა არის თავისუფლება. მათ აბორტი, რომელიც არის მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი ფორმა, ქალის თავისუფლება ჰქონიათ. მათთვის უცხოა ღვთისა და სამშობლოს სიყვარული. ისინი დღითიდღე აგრესიულ ძალად ყალიბდებიან და თავს გვახვევენ თავიანთი ცხოვრების წესს. განსხვავებული აზრი კი, მათთვის დისკრიმინაცია და ჰომოფიბიაა. ისინი ცდილობენ მორწმუნე ადამინების ბნელებად წარმოჩენას. ჩვენი სარწმუნოება მამხილებელია მათი გარყვნილი ცხოვრებისა და აზროვნებისა და ხელის შემშლელია მათი ბინძური მიზნების განხორციელებისა, ამიტომაც არ წყდება ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ძალებს ერის განადგურებისა და გახრწნის უფლება. აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გაცემის გამკაცრება და ზოგ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესება. რადგან თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა საკუთარ ქვეყანაში სტუმრები აღმოვჩნდეთ. და ბოლოს კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მინდა მივმართო მთავრობას დროზე გაიწვიოს კანონპროექტი, რომ შეწყდეს მოსახლეობაში არსებული სამართლიანი ვნებათა ღელვა. საქართველო არასდროს გახდება ნარკოტიკების გამავრცელებელი ქვეყანა. ჩვენ სულ სხვა მიზანი და ფუნქცია აკისრია".

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს დეპუტატი ალექსანდრე ერქვანიამ განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics