14:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-05 18:39:45, 805 ნახვა

საზოგადოება
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია

აფგან სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და თავისუფალი სიტყვის დევნის ნაწილია, - ამის შესახებ მედიის მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი. 

დღეს დილით, „ქართულმა ოცნების" სასამართლომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით აზერბაიჯანში რეპრესირებული ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა.

ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და თავისუფალი სიტყვის დევნისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც „ქართულმა ოცნება" რამდენიმე წელია ახორციელებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics