2019-04-30 13:33:03, 12093 ნახვა
კულტურა
საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება
16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს.
"ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge. ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება", - წერია ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან