02:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 20:06:26, 9271 ნახვა

კულტურა
ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი.

ღვინის ქიმიური შემადგენლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ქვევრიც ამ ფაქტს მოწმობს.

აქამდე ღვინის უძველესი ქიმიური შემადგენლება ირანში იყო აღმოჩენილი, რომელიც 5400 წლით თარიღდება. ახალი აღმოჩენა 600 წლით ადრინდელია და ადასტურებს, რომ ღვინის დამზადება და ღვინის კულტურა 8 000 წლის წინ უკვე არსებობდა.

აღმოჩენის ავტორი, პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. კვლევის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, კანადიდან, დანიიდან და აშშ-დან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics