02:38 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-06 21:57:05, 549 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ქვეყანაში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტპატიმარი.

ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომლის ექსტრადიციასაც ბაქო საქართველოს ხელისუფლებისგან 2024 წლიდან ითხოვდა, საქართველოდან გაძევებისა და სამშობლოში დაკავების შემდეგ უკვე გაათავისუფლეს.

„მივესალმები ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. რაც შეეხება აფგან სადიგოვს, ის ბაქოში მალევე გაათავისუფლეს. ივანიშვილისგან განსხვავებით, ილჰამ ალიევს პრაქტიკულად არ ჰყავს პოლიტპატიმარი.

„ასევე, აზერბაიჯანის ყოფილმა პრეზიდენტმა აიათულაევმა, რომელიც ალიევებთან დაპირისპირებაში იყო, არავინ დააკავა და დიდი პატივისცემით ცხოვრობს ბაქოში, ისევე როგორც ელჩიბეიმ, რომელიც პრეზიდენტობის შემდეგ, გარდაცვალებამდე, ნახჭევანში სპეციალურად გამოყოფილ რეზიდენციაში ცხოვრობდა“, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics