11:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-13 20:15:37, 7089 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია: მოსკოვის მექანიზმი სრულიად ახალ რეალობას შექმნის

„დროას“ პარტიის ლიდერმა და პატიმარმა ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე. ციხიდან გაგზავნილ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ხოშტარია მოუწოდებს ოპოზიციურ ალიანსს, გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი.

„დიდი გარღვევა მოხდა. ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრის მუშაობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაპირობა ეს გარღვევა. მოსკოვის მექანიზმი ქმნის სრულიად ახალ რეალობას და ყველა თანდათან იგრძნობს ამას.

„ქართული ოცნება“ არალეგიტიმურია და საერთაშორისო დონეზე ბრალდებულია. საქმე აღარ არის აღიარების ან არაღიარების საკითხში - „ქართული ოცნება“ პოლიტიკის გარეთ, კრიმინალებთან ერთად აღმოჩნდა. და მათი ადგილი სასამართლოებშია, მათ შორის ჰააგაში.

ქართველ ხალხს მიეცა კონკრეტული და მრავალრიცხოვანი ინსტრუმენტები რეჟიმის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

ჩვენსა და „რუსულ ოცნებას“ შორის ძალთა ბალანსი შეიცვალა. ჩვენ მოგვეცა სამართლიანი ძალის ინსტრუმენტი აგრესორის წინააღმდეგ.

„ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციურ ალიანსს ეკისრება, ოპტიმალურად გამოიყენოს ყველა ეს ბერკეტი ცვლილებების მისაღწევად“, - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში. დოკუმენტი იკვლევს საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე მოვლენებს და შეიცავს რეკომენდაციებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალადობამ დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას (რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას უტოლდებოდა) თან ახლდა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების სრული დაუსჯელობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics