2019-10-01 16:59:53, 7628 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისს უმასპინძლა. გაცნობით შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, მიმდინარე წლის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როზარია პუგლისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,