15:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 10:05:35, 508 ნახვა

სამართალი
თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი "ბათუმის აეროპორტში" დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „ბათუმის აეროპორტში“, 21 იანვარს, ბელორუსიიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ჰალის აიდოგანი (HalisAydogan) დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანკარას ინტერპოლის მიერ, ჰალის აიდოგანი, მისი დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით,  საერთაშორისო ძებნაში 2010 წლის 16 აპრილს გამოცხადდა. მას ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146/3-ე, 59/2-ე, 31-ე და 33–ე მუხლებით და თურქეთის ანტიტერორისტული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ჯგუფის მიერ ძალის გამოყენებით კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ამჟამად ჰალის აიდოგანი დაკავებული და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics