12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 10:47:53, 830 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტი ქართველ ხალხს უსამძიმრებს

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„ბელარუსი ხალხის და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ თანადგომას დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის წერილში.
საქართველომ სამძიმრის წერილი მიიღო ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის ვლადიმირ ანდრეიჩენკოსგანაც, სადაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს  თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს. „ბელარუსის პარლამენტარებმა გულთან ახლოს მიიტანეს ქართველი ხალხის გასაჭირი, ისინი გულწრფელად უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს და დაზარალებულებს გამოჯანმრთელებასა და სტიქიის შედეგების დაძლევას უსურვებენ“  - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics