2015-06-15 17:28:36, 912 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა საქართველოს უსამძიმრებს
ესპანეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დედაქალაქს.
ესპანეთის მთავრობა სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას.
ესპანეთის მხარე ასევე უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ხელისუფლებას და იმედს გამოთქვამს, რომ ჩვეული ვითარების აღდგენა მალე მოხდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან