2015-06-15 10:46:20, 927 ნახვა
მსოფლიო
ჯეიმს აპატურაი თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
თბილისში მომხდარ სტიქიას აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
"წყალდიდობის შედეგად თბილისში საშინელი დღე იყო. ჩემი ღრმა მწუხარება გარდაცვლილების ოჯახებს. ჩვენი ფიქრები იმ ათასობით ადამიანთანაა, რომლებიც დაზარალდნენ", - წერს ჯეიმს აპატურაი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან