13:22 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 11:34:11, 943 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალის გამო სამმა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტები დატოვეს

პოლონეთში მინისტრთა კაბინეტის სამმა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობები დატოვეს.

მაღალჩინოსნების მიერ პოსტების დატოვება ფარული ჩანაწერების სკანდალს უკავშირდება.

პარლამენტის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ, ჯანდაცვის, სახელმწიფო ხაზინისა და სპორტის მინისტრებმა განაცხადეს, რომ თანამდებობიდან ისინი მმართველი პარტიის, სამოქალაქო პლატფორმის ინტერესების გამო გადადგნენ.

პოლონეთის მაღალჩინოსნები ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში ფარულად ჩაწერეს. ჩანაწერებში მათ მიერ მსოფლიო ლიდერებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების მისამართით გაკეთებული კომენტარები ისმის. 

ერთ-ერთ ჩანაწერში რადოსლავ სიკორსკი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ბრიტანეთის პრემიერს დევიდ ქემერონს ევროკავშირის საქმეების მოგვარებაში "არაკომპენტენტურს" უწოდებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვარშავის აშშ-სთან კავშირი არაფრის მომტანია.

ასევე, გავრცელებულ ფარული ჩანაწერებში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბართლომეი სენკევიჩი ამბობს, რომ საჭირო იყო ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯომარისთვის მიმართვა, რათა მთავრობას არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა.

აღნიშნული ჩანაწერები ერთ-ერთმა პოლონურმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics