2015-05-11 12:57:04, 925 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა რუსეთისგან დონბასში სამხედრო მოქმედებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს
დონბასში სამხედრო მოქმედებებისთვის უკრაინა რუსეთისგან კომპენსაციას მოითხოვს.
ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრ ბოროვიკმა განაცხადა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საუბარია 350 მილიარდ დოლარზე.
ამასთან, ბოროვიკმა დასძინა, რომ უკრაინელებმა თანხა რუსეთის აგრესიის ხანგრძლივობის გათვალისწინებით გაზარდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან