21:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-07 13:12:42, 1388 ნახვა

სამხედრო
ქართულ-ნორვეგიული სწავლება დასრულდა

საშტაბო-სამეთაურო სწავლება „პალდო 2017“ დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკ „პალდოში“ სწავლების შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული ტაქტიკური სწავლება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ.

ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 მათ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და მომდევნო სწავლების დეტალები განიხილეს.

ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ივარ ჰოფის განცხადებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მომზადების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ღონისძიება მიზნად ქვედანაყოფის მართვის პორცედურების დახვეწას ისახავდა. 
„ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე“ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან თანამშრომლობის ახალი პროექტის მეორე ეტაპს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლების ჩატარება იგეგმება.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics