14:08 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 23:27:33, 1426 ნახვა

სპეციალური ანონსი
16 ნოემბრის ანონსი

08:30 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრაზილიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

09:30 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel-ში კონფერენცია „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისათვის“ გაიმართება.

09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ერთობლივ შეხვედრას გამართავენ და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პრინციპებზე იმსჯელებენ. შეხვედრას გახსნიან სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი.
საკონტაქტო პირი ნინო თოფურიძე - 599 46 89 99

10:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში"„მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა" და „ICT ბიზნესსაბჭოს" ორგანიზებით რიგით მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია გაიმართება.  კონფერენციის მთავარ თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. 
მისამართი: სასტუმრო ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი 

11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე – „ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია". ასევე, წარმოდგენილი იქნება სპეციალური ანგარიში – „გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე". 
მისამართი: თბილისი, 26 მაისისი მოედანი N1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"

11:30 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეხვდება, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პროექტის „ევროპელი მასწავლებელი" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
მისამართი:  თბილისი მარშალ გელოვანის გამზ. # 4

12:00 საათზე, მწერალთა სახლში ბელარუსი პოეტის, იანკა კუპალას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით, «Грузия, дружная с солнцем страна» გაიმართება.
მის.: ივ. მაჩაბლის ქ. N13 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics