01:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-30 16:34:02, 1047 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორიამ ფინელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს სკანდინავიის ქვეყნებიდან პირველად ფინეთის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინელ კოლეგას იუსი ნიინისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.

უწყების ცნობით, ფინეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე ფინეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტოტალური თავდაცვა იყო.

როგორც ლევან იზორიამ განმარტა, ფინეთი ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა, რომელსაც გამართული წვევამდელების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა გააჩნია.

იზორიას თქმით,  საქართველო მომავალ წელს რეზერვის სისტემის საპილოტე პროგრამის ამოქმედებას იწყებს და ამ მხრივ ფინეთის გამოცდილების გაზიარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

თავის მხრივ, იუსი ნიინისტომ საქართველოს თავდაცვის უწყებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა გონივრულ გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფინეთი და საქართველო შედარებით მცირე ზომის ქვეყნებია და უსაფრთხოების გარემოში ცვლილებებს დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

იუსი ნიინისტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან და ფორმატის სხვა წევრ ქვეყნებთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. 

 

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics