03:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 15:32:16, 1225 ნახვა

სამხედრო
„ახალ ტფილისში“ სამხედრო ორკესტრის წარმოდგენა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

პრემიერთან ერთად, დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.

„თბილისობა 2017“-ის ეპიცენტრი იყო აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირზე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ იმპროვიზებული წარმოდგენა. სამხედრო მუსიკოსებმა ღონისძიებაზე მოსულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს სასიამოვნო სიურპიზი შესთავაზეს. მათ რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ მელოდია შეასრულეს.

ლევან იზორია სამხედრო ორკესტრის წევრებს, ასევე ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა და თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი მეუღლესა და შვილებთან ერთად აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე სანახაობრივ წარმოდგენებს დაესწრო.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული, საბავშვო-გასართობი ღონისძიება და კულინარიული გამოფენა-გაყიდვები მოეწყო.

სამხედრო ორკესტრი თბილისობის ხვალინდელ ღონისძიებებშიც მონაწილეობს. ქართველი სამხედრო მუსიკოსები გერმანიის სამხედრო ორკესტრის წევრებთან ერთად ევროპის მოედანზე კონცერტს გამართავენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics