2015-03-19 10:31:32, 926 ნახვა
მსოფლიო
ტუნისში მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 17 ტურისტი იყო.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ ტერორისტები ვერ მოახერხებენ ტუნისის დემოკრატიული რესპუბლიკის შერყევას.
ცნობისთვის, დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, იტალიის, პოლონეთის და ესპანეთის მოქალაქეები.
ტერაქტის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან