2015-01-09 12:18:10, 385 ნახვა
საზოგადოება
გუდაურიდან-კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან-კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები სატესტო რეჟიმში დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ტექნიკა უკვე შევიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დილით გუდაურში, გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან