19:44 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 10:46:07, 3377 ნახვა

კულტურა
თიბისი გალერეა გოგი ლაზარაშვილის გამოფენას მასპინძლობს

თიბისი გალერეაში გოგი ლაზარაშვილის გამოფენა „აბსტრაქცია 70" გაიხსნა.

ექსპოზიციაზე მხატვრის  მიერ 2016 წელს შექმნილი 14 აბსტრაქციული ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებზეც ავტორი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.

დიდი ზომის ნამუშევრები ექსპრესიულობით გამოირჩევა და როგორც ავტორი ამბობს, ისინი მხატვრის სულიერ სამყაროს, „შინაგან მეს" გამოხატავენ.

„აბსტრაქცია 70" გოგი ლაზარაშვილის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლისთვის პირველად გამოიფინა.

გოგი ლაზარაშვილი 30 წელზე მეტია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორია. ამჟამად ის აკადემიის ხატვის მიმართულებასა და მაგისტრატურას  ხელმძღვანელობს. ის არაერთი  საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია როგორც საქართველოში, ისე  ევროპასა და აშშ-ში.  გოგი ლაზარაშვილის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში.

„აბსტრაქცია 70"  დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 11 ივნისამდე ელოდება.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics