10:45 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 15:52:54, 787 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს,  უწყებაში   გამართულ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში - ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს მონაწილეობა იყო.

მათივე ინფორმაციით, ტომას მაიერ ჰარტინგმა და ტომას ფონ ჰანდელმა ხაზგასმით აღნიშნეს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და მნიშვნელობა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მზაობა გამოხატა კვლავ გააგრძელოს ევროკავშირთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის თემას. მხარეებმა 2016 წლის თანამშრომლობის გეგმა განიხილეს და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. ასევე განიხილეს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის საქმიანობა საქართველოში და მისი ეფექტურობა.

საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics