2015-02-20 11:21:09, 893 ნახვა
მსოფლიო
მოზამბიკაში სარკინიგზო ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა
მოზამბიკაში სატვირთო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც დაახლოებით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ მოზამბიკის რკინიგზის კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოზამბიკაში ქალაქ მაპუტუდან ზიმბაბვეში მიმავალ სატვირთო მატარებელს ნახშირი გადაჰქონდა. მატარებელი ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე რელსებიდან გადავიდა.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან