2015-02-19 09:28:40, 343 ნახვა
საზოგადოება
ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება
ბინის გაქირავებიდან ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„სიახლე საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები ფიზიკური პირებისთვის. კერძოდ, ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად 20%-სა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
თუ როდის ამოქმედდება ახალი რეგულაციები, ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან