15:02 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 13:16:36, 813 ნახვა

Lifestyle
ხიდაშელი: ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა

თავდაცვის მინისტრი 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის 25 წლის იუბილეს ეხმაურება.

თინათინ ხიდაშელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა.

25 წლის წინ, სწორედ დღეს, ყველამ ერთად: ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა... ყველამ, ამ მიწის შვილებმა ერთად ვუთხარით „არა“ საბჭოთა კავშირს, ერთად მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ, ერთად ვუთხარით „დიახ“ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს.

იმ დღის სულისკვეთებით მოვიდა დღემდე ჩვენი ქვეყანა.

იმ სულისკვეთებით ვაგრძელებთ სიძნელეებთან ჭიდილს, სიბნელესთან ბრძოლას, წინააღმდეგობების  გადალახვას.

კიდევ დიდ ხანს გაგვყვება 25 წლის წინანდელი რეფერენდუმის ერთსულოვნება, შემართება და გამარჯვება, მაგრამ, ნამდვილად მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ შევქმნით ასეთ დღეებს, რაც შემდეგი მეოთხედი საუკუნის სიძნელეებს გადაგვალახინებს, საკუთარი სამშობლოთი სიამაყეს გაგვიძლიერებს.

ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი! თუ მაშინ შევძელით, დღეს უფრო ადვილია! აუცილებლად, მორიგ ჯერზეც შევძლებთ! ყველას გილოცავთ!“, - წერს თინა ხიდაშელი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics