23:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 13:57:41, 401 ნახვა

საზოგადოება
გზების დეპარტამენტი: გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

განცხადების თანახმად, მიზეზი ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა. 

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. 

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია", - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics