22:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-27 13:06:19, 5527 ნახვა

ომი უკრაინაში
ტერნოპილზე რუსული დარტყმის შედეგად დაშავებული 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

ტერნოპოლის მერმა სერგეი ნადალმა გამოაცხადა 12 წლის ადრიანა უნოლტის გარდაცვალების შესახებ, რომელიც 19 ნოემბერს ქალაქზე რუსული დარტყმის შედეგად მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩებოდა. მას დედა დაბომბვის დროს დაეღუპა.

"პატარა ადრიანა უნოლტი, 12 წლის, ცხრადღიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, - წერს ნადალი. „მისი დედა გარდაიცვალა, და კი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია. ახლა ადრიანა შიშისა და აფეთქებებისგან თავისუფალ ადგილასაა - დედის გვერდით, წყნარ და ნათელ ადგილას, ომისგან მოშორებით“.

„უკრინფორმის“ ცნობით, ტერნოპილზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის შვიდი ბავშვი. 90-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტერნოპილზე დარტყმის შედეგად ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაინგრა: ერთი რუსული ფრთოსანი რაკეტის შედეგად დაზიანდა, რამაც შენობის მთელი ნაწილი გაანადგურა, ხოლო მეორეში ხანძარი გაჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics