15:10 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 00:05:08, 629 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ სააკაშვილი: ლარის კურსის ვარდნა, ჩემს ჯინაზე გაჩერებული პროექტების შედეგია

„ლარის კურსის ვარდნა, ეს არის ობიექტური შედეგი იმისა, რომ ყველა ჩვენი დიდი პროექტი ჩემს ჯინაზე გაჩერდა“, – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. 
სააკაშვილის პროგნოზით, ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება და აქვე დასძინა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა. 
 „ 2012 წელში,  როდესაც ხელისუფლება გადავაბარეთ, ლარის კურსი მაშინ 1.62 იყო.  სამწუხაროდ  პროგნოზი არის ლარის შემდგომი დაცემა.  ეს იმიტომ კი არა, რომ მე მინდა, ეს არის ობიექტური შედეგი  იმისა, რომ ჩვენი ყველა დიდი  პროექტი  ჩემს ჯინაზე გაჩერდა.  ამას ერთი ადამიანის სიგიჟეს  და ბოღმას მე ვერ დავაბრალებ. რუსეთისთვის კატასრტოფულად მძიმე იყო, რომ საქართველო ვითარდებოდა. ეს რომ ცხოვრების დონის გაუარესებას გამოიწვევდა, ამას დიდი ფილოსოფია რად უნდოდა?! ტურიზმი, რომელიც 57%–ით იყო გაზრდილი, ახლა 7 %–ით ვარდნა ფიქსირდება. ატომური ბომბი გვესროლა ვინმემ, ებოლა დაგვემართა თუ რა მოხდა?! რატომ უნდა შემცირებულიყო ასე ტურიზმი?!  აღარ აძლევდნენ ვიზებს, აღარ იყო ისეთი დახმარებები, რაც სააკაშვილის ახირებები ეგონათ.  ერთი სფერო მაინც მითხარით, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გაუმჯობესდა. არჩევნების წინ ხალხს ვეუბნებოდი, ერთი კითხვა დაუსვით თქვენს თავს – ჩვენ ახლა უკეთესად ვართ თუ არა, ვიდრე 2003 წელს, ყველა ამბობდა –კი. ახლა მინდა დავსვა კითხვა, ყველა ხართ თუ არა უკეთესად ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ვიდრე 2012 წლის 1 ოქტომბერს?  სამწუხაროდ პასუხი ძალიან გასაგებია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics