16:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 17:03:04, 1580 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას

მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ ბოლო მოუღოს მკვლელობებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ონლაინ ფორმატში დაესწრო.

მისი თქმით, რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას და ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინული პოზიციების შეტევას აგრძელებენ.

„უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ყველა ღონეს ხმარობს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან პირადად შეხვედრის შეთავაზებითაც კი გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ნაბიჯები, მათ შორის რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციები, უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა გაიგოს სამშვიდობო მცდელობების უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები”, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე შემდგომ ნაბიჯებზე, კონტაქტებსა და ძალისხმევაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, დღეს ლონდონში ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც უკრაინის საკითხი განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics