23:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 15:39:10, 932 ნახვა

სპორტი
კახი კალაძე: რუსეთიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხა გადმორიცხეს მახათების და ალკოჰოლის შესაძენად

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გარკვეული თანხებია გადმორიცხული, რომელიც კალაძეს ეკუთვნის.

 საპასუხოდ, კალაძემ სახუმარო დოკუმენტი წარმოადგინა, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსეთის ფედერაციიდან  პარლამენტის ანგარიშზე, გივი თარგამაძის სახელზე.  გადმორიცხულია 750 ათასი დოლარი. თანხის დანიშნულება კი,  “ნაციონალური მოძრაობისთვის“ მახათების და ალკოჰოლის შეძენაა.

“სხვათაშორის, გუშინ მე მომაწოდეს დოკუმენტაცია. ეს არის რუსეთის ფედერაციიდან 2015 წლის 1 აპრილს გაკეთებული გადარიცხვა. გამომგზავნი ბანკი არის „სულს ამოგხდით“. გადარიცხვა გააკეთა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა, საქართველოს მიმღები ბანკი არის „ბოლო გაფრთხილება“. თანხა არის 750 ათასი დოლარი. თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე, გივი თარგამაძეზეა მითითებული და ამ თანხის დანიშნულებაა მახათების და ალკოჰოლის შეძენა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადაა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics