17:20 - 10 Apr, 2026
|
2025-02-19 12:38:19, 746 ნახვა
ომი უკრაინაში
კიტ კელოგი - ჩემი მისიის ნაწილია ზელენსკის მოსმენა, მზად ვართ, მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა, გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება
რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა. კელოგი დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „ჩვენ მოვუსმენთ მათ. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ ის, რაც საჭიროა. გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ დავბრუნდები შეერთებულ შტატებში, დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გავიგეთ“, – განაცხადა კელოგმა. ამასთან, კელოგი აცხადებს, რომ სჯერა, ომი არ დაიწყებოდა, ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო. „ტრამპს ესმის, რომ ხალხი იტანჯება, ხვდება, როგორი ნგრევაა. გვინდა, რომ ეს დასრულდეს“, – განაცხადა კელოგმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)