02:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 09:28:03, 710 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბვის შედეგად ქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 04:31 საათზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა შეტყობინება ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ, რის შემდეგაც კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.

დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ გოლოსეევსკის და პოდოლსკის რაიონებში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

გოლოსეევსკის, პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში გაჩენილი ხანძრების შესახებ წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც. ობოლონსკში ხანძარი ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მიმდებარე შენობები. სვიატოშინსკის რაიონში კი ცეცხლი ცხრასართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დედაქალაქსა და ოლქში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ბალისტიკის წინააღმდეგ მოქმედებდა. „აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება“, - აღნიშნა ერმაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics