02:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 13:30:07, 563 ნახვა

ეკონომიკა
სპეციალისტი - იზოლაციას ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითი ეფექტი ექნება. მოსახლეობა ამას უკვე გრძნობს

კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის და იზოლაციის მძიმე ეკონომიკური ეფექტები კიდევ უფრო საგრძნობი მომდევნო თვეებში გახდება. მან ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში რაც მოხდა რიცხვებში ჯერ არ ვიცით და კიდევ უფრო მძიმე იქნება ის, რაც მოხდება მომდევნო თვეებში. ეს ძალიან თვალსაჩინოა, ახლა უკვე მოსახლეობა ამას თავის თავზე გრძნობს. მცირე და საშუალო ბიზნესი ცალსახად გრძნობს და უშუალოდ ოჯახები კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობენ შემდეგ თვეებში. ზოგადი რეზიუმე ისაა, რომ ძალიან უარყოფითი ეფექტი ექნება იზოლაციას, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა და რომელიც არაფრით არ დეესკალირდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე, მიმდინარე დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში...

რაც უფრო დამძიმდება სიტუაცია და რაც უფრო დიდხანს არ გვეცოდინება, რომელ პოლიტიკას მივყვებით, იზოლაციას და დასავლური ვექტორიდან ჩამოშორებას თუ პირიქით, ვუბრუნდებით დემოკრატიულ ჩარჩოებს და ახალი არჩევნები ინიშნება, ამასთან პირდაპირ და ფუნდამენტურადაა დაკავშირებული ის, თუ როგორ შეიძლება გადარჩეს ჩვენი ეკონომიკა. დღევანდელი პერსპექტივიდან ეს გაურკვეველია და გაურკვევლობა ცალკე, როგორც ფაქტორი, მუშაობს ყველა მაკროეკონომიკურ პარამეტრზე, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე, ლარის კურსზე, აბსოლუტურად ყველაფერს გადაეცემა. სამწუხაროდ, სანამ მთავარი პრობლემა არ დარეგულირდება და დეესკალაცია არ მოხდება, მანამდე არაფერი გვეცოდინება და არანაირი პროგნოზი ჩემთვის პროგნოზი არაა“,- ამბობს კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics