17:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 22:13:57, 3253 ნახვა

ომი უკრაინაში
მაკრონმა ტრამპი და ზელენსკი ელისეის სასახლეში შეხვედრა გამართეს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პარიზში ჩავიდა ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე დასასწრებად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში შაბათს, 7 დეკემბერს მიიღო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ შეხვედრას უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ ზელენსკი შეუერთდა.

საერთაშორისო მედია საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ტრამპის, მაკრონისა და ზელენსკის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. შეხვედრა ნოტრ-დამის ტაძრის გახსნის ცერემონიამდე შედგა და ხანმოკლე იყო. AP-ის შეფასებით, ტრამპმა ელისეის სასახლეში სულ დაახლოებით 90 წუთი გაატარა. საუბარში ზელენსკის მონაწილეობა 35 წუთს გაგრძელდა.

"კარგი, პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან, როგორც ყოველთვის, დიდი მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის", - დაწერა ზელენსკიმ.

საფრანგეთში ვიზიტი რესპუბლიკელის პირველი საერთაშორისო მოგზაურობა იყო ნოემბერში მისი მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. პარიზში იგი მიიღეს სრული საპრეზიდენტო პატივით, მათ შორის უზარმაზარი წითელი ხალიჩით, აღნიშნავს სააგენტო AP. ამასთან, ონლაინ გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ ტრამპი მაკრონთან შეხვედრაზე 40 წუთზე მეტი დაგვიანებით მივიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics