|
2024-11-22 14:50:18, 519 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება
უკრაინაზე რუსეთის ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ბრიუსელში შეხვედრა 26 ნოემბერს, უკრაინის ინიციატივით ჩატარდება. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დასაბომბად საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტკური რაკეტა „ორეშკინი“ გამოიყენა, რომელიც უფრო ძველი რაკეტის, „რუბეჟის“ საფუძველზე შეიქმნა. „ორეშკინს“ აქვს შესაძლებლობა, ბირთვული ქობინი გადაიტანოს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)