13:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 11:17:38, 669 ნახვა

სპეციალური ანონსი
15:00 საათზე, საპროტესტო აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება

დღეს, 5 ნოემბერს სპორტის სასახლის ნაცვლად, საპროტესტო აქცია სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მელიას განცხადებით, საზოგადოებამ 15:00 საათზე, მეორე ინსტანციის სასამართლოსთან, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების სამართლიანი განხილვა უნდა მოითხოვოს.

„დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: „სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“.

მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან!

შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან“,- წერს მელია ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში, პარლამენტის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ დღეს, 5 ნოემბერს საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან გაიმართებოდა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, გუშინ, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ  №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გააუქმა. დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics