15:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 22:13:52, 380 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს ყველასთვის ნათლად არის ცნობილი

ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია - საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი,- ამის ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, აუცილებლად მოხდება ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

"მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მოვახდენთ ურთიერთობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ჩვენ არ შეგვიფერხებია არაფერი, ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელმაც, სამწუხაროდ, მიიღო არაორდინალური სახე - არჩევნების დასრულების შემდეგ დაცხრება ემოციები, გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც მიდიოდა და ჩვენ კიდევ გვექნება პროგრესი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, როგორც გვქონდა აქამდე", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics